გამარჯობა მკითხველო!
მე ვარ ვაჟა ძამნაშვილი, 8 წლის. ვცხოვრობ
სოფელ სართიჭალაში. ვსწავლობ N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში.
ოჯახში მყავს დედა - მარეხი, მამა - ზაალი, ბებო - ნინელი,
პაპა - ვაჟა და მამიდა - მეგი. მე ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი. მიყვარს სწავლა, ცეკვა
და გართობა. განსაკუთრებით გატაცებული ვარ ძერწვით. ვოცნებობ მოქანდაკეობაზე.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
ჩემთვის ყველაზე ლამაზი დღე გასულ ზაფხულს იყო როდესაც კლასთან ერთად ექსკურსიაზე წავედი ღვთაების მამათა მონასტერში. ძალიან კარგი იყო. იქ ყოფნას არაფერი ჯობდა . ვესაუბრეთ ერთ-ერთ ბერს და ანტონის სვეტზეც ავედით. იქიდან ძალიან ლამაზი სანახავი იყო შემოგარენი. მთელი რუსთავი და თბილისი ჩანდა. კარგი პიკნიკიც მოვაწყვეთ. მართლაც კარგი დღე იყო.
ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმია:"აღმოსავლეთის ქარი". ამ ფილმში აღწერილია გოგონასა და ცხენის მეგობრობა. ამ ფილმიდან ბევრი რამ ვისწავლე მეგობრობაზე, სიკეთესა და სიყვარულზე. მე უკვე ვიცი როგორ უნდა მოვექცე ცხოველებს, როგორ უნდა ვიზრუნო მათ გადასარჩენად. ვიცი რომ უნდა ვიყო კარგი მეგობარი. რაშიც დავჭირდები ჩემ მეგობრებს მხარში დავუდგები.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელი სართიჭალა ქვემო ქართლისა და კახეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, ივრის ზეგანზე, მიეკუთვნება გარდაბნის რაიონს. სართიჭალაში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. მათ შორის, ყველაზე მეტი ქართველები და აზერბაიჯანელები. სოფელს ამშვენებს ღვთისმშობლის, მთავარანგელოზების, ლაზარეს და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრები.
საქართველოს სოფლებს შორის, სართიჭალა მოსახლეობის რაოდენობითაც გამოირჩევა. ამ სოფელში გაიზარდა ბევრი სახელოვანი ადამიანი. სართიჭალელმა სპორტსმენებმა არაერთხელ მოუტანეს გამარჯვება სოფელს და საქართველოს.

No comments:
Post a Comment