Pages

ჯაბა გენგაშვილის გვერდი



                                                 გამარჯობა მკითხველო!
         მე ჯაბა გენგაშვილი ვარ, 8 წლის .  ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა.
      ოჯახში  მყავს მშობლები და  პატარა და.  მე დამჯერი და მოსიყვარულე ვარ.
  ჩემი საყვარელი საქმეა ყვავილებისა და ბოსტნეულის მორწყვა. გატაცებული ვარ ფეხბურთით.


                            ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
           გასული ზაფხული    ჩემ სოფელში გავატარე. კარგად ვისვენებდი და დავდიოდი მდინარეზე. ზოგჯერ წიგნებსაც ვკითხულობდი.  ზოგჯერ   მათემატიკაში ვმეცადინეობდი.  მე   განსაკუთრებით დამამახსოვრდა     ექსკურსიაზე  ყოფნა. იქ კარგი პიკნიკი მოვაწყვეთ. ბატუტზე  ვხტუნაობდით და ბურთითაც ვთამაშობდით.  ძალიან  ლამაზი დღე იყო . კიდევ მინდა განმეორდეს ასეთი დღეები.


                          ჩემი საყვარელი პერსონაჟი
       ჩემი საყვარელი პერსონაჟია   სინდბადი. ის  აღმოსავლური ზღაპრის მოქმედი გმირია.  ის კეთილია, მშრომელია და ყველანაირად დადებითი გმირია. მე მას მინდა ვურჩიო, რომ მოხუცი სინდბადის რჩევები გაითვალისწინოს.







ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმია: "ისარი". ამ ფილმიდან ჩანს როგორ უნდა დავეხმარო გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს.  ყველას გირჩევთ ნახოთ ეს ფილმი. ვიცი თქვენც მოგეწონებათ.

ჩემი   სოფელი
                ჩემი სოფელი სართიჭალაა.  მე ის ძალიან მიყვარს. იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი სოფელია. სართიჭალა ლამაზი სოფელია, ლამაზი ქუჩებით და სახლებით. სახელოვანი ხალხით და  სხვადასხვა  დაწესებულებით. სართიჭალა ყველაზე კარგი სოფელია  მთელ ქვეყანაზე.



No comments:

Post a Comment