გამარჯობა მკითხველო!
მე მელისა მადათოვა ვარ, 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, მასწავლებლები და მეგობრები. მყავს საყვარელი ოჯახი: დედა, მამა და ჩემი უფროსი და. ის მე მეხმარება გაკვეთილების მომზადებაში.
ჩემი ჰობია ხელსაქმე.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
გასულ ზაფხულს ყველაზე ლამაზი დღე იყო ჩემთვის , როდესაც მთელი ოჯახი წავედით თბილისში გასასეირნებლად ბომბორას პარკში. იქ ძალიან კარგად გავერთეთ და ვიმხიარულეთ. მომეწონა ატრაქციონები და იქიდან გადმოხედვა. შემდეგ ზოოპარკშიც ვიყავით. ძალიან ლამაზი დღე იყო.
ჩემი საყვარელი პერსონაჟი
ჩემი საყვარელი პერსონაჟია-ბაბუაწვერა. ის მოთხრობის: " ბაბუაწვერა" მთავარი პერსონაჟია. მე ის იმიტომ შემიყვარდა ,რომ გაფრენა უნდა და ამისთვის მეგობრების იმედი აქვს. ერთ რჩევასაც მივცემდი, ნუ შეეშინდება ადამიანების. ისინი არაფერს დაუშავებენ.
ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმია თურქული სერიალი :"შიგნით". ეს სერიალი ორ ძმაზეა. ერთ-ერთ ძმას პატარაობაში მოიტაცებენ და მეორე ძმა ეძებს ამის გამო მოხვდა ის მაფიოზების გუნდში. მისი ძმა კი მაფიოზებმა გაზარდეს და პირიქით პოლიციაშია შეგზავნილი . სერიალის ბოლოს ძმები ერთმანეთს პოულობენ. ასე მთავრდება ფილმი.
ჩემი სოფელი
ჩემ სოფელს ჰქვია მუღანლო. მუღანლო ძალიან ლამაზი სოფელია. აქ ლამაზი სახლებია. ეზოებში ლამაზი ყვავილებია. ჩვენ სოფელს მდინარე იორი ჩამოუდის. სოფელში ბევრი ბავშვებია. მე მათთან თამაში ძალიან მიყვარს.
No comments:
Post a Comment