Pages

ნინო ქვრივიშვილის გვერდი


   
                                 გამარჯობა მკითხველო!
             მე ნინო ქვრივიშვილი ვარ, 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე   კლასში. ძალიან მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით კი ტანვარჯიში. ბევრს ვვარჯიშობ და  საკმაოდ მოქნილიც ვარ. მიყვარს სწავლა. ყველა საგანი ერთნაირად მომწონს.
      ვარ კონტაქტური და მეგობრული.  ჩემი საყვარელი საქმიანობაა  სხვა ადამიანებზე ზრუნვა.  მინდა გამოვიდე მასწავლებელი.

   
                    ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
     მე გასული ზაფხული შინაარსიანად გავატარე.  ბებოსთან წავედი დასასვენებლად სოფელში. იქ  ბებოს ვეხმარებოდი სოფლის საქმეებში. მერე კი ვთამაშობდი და  მდინარეზეც დავდიოდი საბანაოდ.  ერთ დღეს  ყველა მეგობარი შევიკრიბეთ და წიგნები ვიკითხეთ, მერე ერთმანეთს მოვუყევით რაც დაგვამახსოვრდა.  ეს დღე  იმით იყო გამორჩეული რომ  ბევრი ახალი რამ მოვისმინე და გავიგე.

                              ჩემი საყვარელი ფილმი

               ჩემი საყვარელი ფილმი არის: "ჯაშუში ბავშვები".


  ეს ფილმი იმიტომ მომწონს, რომ   მასში ჩანს  ბავშვების
 დამოკიდებულება საქმის მიმართ. ამ ბავშვებს ძალიან უნდოდათ საქმე ბოლომდე მიეყვანათ  და მიიყვანეს კიდეც.  ზოგჯერ ბავშვები დიდებზე მამაცები არიან. მეც არასდროს დავნებდები მათსავით და საქმეს შუა გზაში არ მივატოვებ.

                                ჩემი სოფელი


       ჩემი სოფელი -დირბი უძველესი დროიდან არსებობს.~
~
 ამიტომაც ამ სოფლის მოსახლეობას  თაობებიდან

 გადმოცემული ბევრი ნამდვილი ამბის მოყოლა 

შეუძლიათ. დღეს ყველა  მონაყოლი ამბავი ლეგენდად და

 თქმულებად  არის   გავრცელებული სოფელში.


  დირბს აქვს დიდი მამულები. ერთ-ერთ მინდორს ეძახიან

  " დედოფლის მინდორს". ეს მინდორი ყოფილა თამარ 

მეფის     სანადიროდ  თავშესაქცევი.  ამ ადგილებში 

 არქეოლოგიური გათხრებიც კი მიმდინარეობდა. დროის 


შემდგომ პერიოდში ეს ადგილი სოფლის საკუთრებაში 

გადმოვიდა. მის მერე ბევრი რამ შეიცვალა , მაგრამ ამ 

 მინდორს ხალხი   დღესაც იხსენიებს,როგორც 

 "დედოფლის მინდორს".



                

No comments:

Post a Comment