Pages

მარიამ ჩილინდრიშვილის გვერდი



                          გამარჯობა მკითხველო !                                                  
       მე  ვარ მარიამ ჩილინდრიშვილი,   8 წლის. ვცხოვრობ სოფელ ხაშმში. მყავს ჩემზე უმცროსი და -ძმა.
  მე ვსწავლობ სართიჭალის # 2 საჯარო სკოლაში,  ვარ მე-3  კლასში. ჩემი ჰობია მუსიკა. ჩემი სურვილია სწავლა გავაგრძელო  საზღვარგარეთ.   მინდა გამოვიდე  ან მოსამართლე, ან ეგვიპტოლოგი.
                                                                                                                         მარიამ ჩილინდრიშვილი

    

                     ზაფხულის ერთი ლამაზი დღე

           მე არასოდეს დამავიწყდება  ის დღე როდესაც მთელი ოჯახი  მოსალოცად წავედით  მარტყოფის ღვთაების მონასტერში.  მე ძალიან მიყვარს ეს  ადგილი და ყოველთვის მსიამოვნებს იქ მისვლა.  ძალიან მომეწონა მოძღვართან   საუბარი.  ჩვენ გვქონდა  ძალიან კარგი პიკნიკი. შემდეგ კარგად გავერთეთ   და სახლში ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით.  ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.
     





                                    ჩემი  საყვარელი პერსონაჟი


მე წავიკითხე ხალხური ზღაპარი: ,, სიკვდილი და ყაჩაღი’’ მისი პერსონაჟებიდან ყაჩაღი მომეწონა. მან ისე ოსტატურად მოატყუა სიკვდილი, რომ თან ვერ წაიყვანა. მაგრამ იმ პირობით, რომ ,, მამაო ჩვენოს’’ ბოლომდე იტყოდა, თუ არა მაშინვე სიკვდილს გაჰყვებოდა. ერთხელ ყაჩაღმა პატარა ბიჭი იპოვა, რომელიც კვდებოდა, იფიქრა წესს ავუგებო,, მამაო ჩვენო’’ ბოლომდე თქვა და ამ დროს სიკვდილი გამოჩნდა.ყაჩაღმა კიდევ მოატყუა სიკვდილი და ისეთ ხეზე აძვრა  რომელიდანაც ვეღარ  ჩამოვიდოდა.  სიკვდილი გაბრაზდა და ყაჩაღს უთხრა: ,, საქმეს ისე გაგიხდი  ჩემს მოსვლას ნატრობდეო’’  მართლა ყაჩაღი ისე დაბერდა, სიკვდილს ნატრულობდა, იგი კი არასდროს ჩანდა. ბოლოს სიკვდილს შეეცოდა  ყაჩაღი    ჩემი პირობა ხომ შევასრულეო უთხრა და თან წაიყვანა. მე ყაჩაღს ვურჩევდი ეშრომა და ისე ერჩინა თავი.



ჩემი საყვარელი ფილმი


     მე ძალიან ბევრი ფილმი მინახავს, მაგრამ გასაკუთრებულად მომწონს: "მზის   ტყვეები". ეს ფილმი  იმიტომაა ჩემთვის საყვარელი და საინტერესო, რომ  ეგვიპტის ერთ-ერთი პრინცესას -აკურინის   ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო.  არქეოლოგები ძალიან დიდ ხანს ეძებდნენ  მის პირამიდას. სანამ საშინელი ქარიშხალი არ ამოვარდა  და უზარმაზარი პირამიდაც  გამოჩნდა . ექსპედიცია შევიდა პირამიდაში. იქ მათ ძალიან ბევრი საფრთხე შეხვდათ. არსებობდა წყევლა იმის შესახებ ,რომ  იქიდან ცოცხალი ვერავინ გამოვიდოდა. ამ ექსპედიციის დროს თითქმის ყველა დაიღუპა. მხოლოდ 3 ადამიანი გადარჩა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ფილმის ყურება  და დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ამ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი.




                                   ,,ჩემი სოფელი“

ხაშმი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე  მდიდარი იყო ეროვნული სულისა და სამშობლოს ერთგული ადამიანებით. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს  ქართველი ხალხის ისტორიაში.           კაწარეთი-ხაშმის სამების დამაარსებელია ვახტანგ გორგასალი.  ვახტანგი ნადირობის დროს სწორედ იმ ადგილას  გაჩერებულა ღამის  გასათევად სადაც ამჟამად სამებაა, ღმერთისთვის აღთქმა მიუცია, თუ ბრძოლიდან მშვიდობიანად დაბრუნდებოდა, ამ ადგილას ტაძარს ააგებდა  სამების სახელზე.  მეფემ  გაიმარჯვა ამ ბრძოლაში და თავისი პირობის თანახმად ეკლესიაც ააშენა.ხაშმის  სამება-ის სურათის შედეგი

                  ყოვლადწმინდა ღვთიშობლის კვართი

      ეს სიწმინდე ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის სანაწილეში, რომელიც ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი.
საქართველოშია ღვთისმშობლის კვართის სარტყელის შუა ნაწილიც, რომელზეც წმინდა მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულება.

ღვთიშობლის კვართს ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება. ერთ-ერთი1891 წელს საქართველოშიც მოხდა. კვართი ყაჩაღებმა გაიტაცეს, მთელი სამეგრელო ფეხზე დამდგარა. სამი დღის  შემდეგ კვართი ცისკრის ვარსკვლვლავით განათებულ ადგილას იპოვეს.                                                    ყოვლადწმინდა ღვთიშობლის კვართი

      ეს სიწმინდე ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის სანაწილეში, რომელიც ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი.
საქართველოშია ღვთისმშობლის კვართის სარტყელის შუა ნაწილიც, რომელზეც წმინდა მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულება.
ღვთიშობლის კვართს ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება. ერთ-ერთი1891 წელს საქართველოშიც მოხდა. კვართი ყაჩაღებმა გაიტაცეს, მთელი სამეგრელო ფეხზე დამდგარა. სამი დღის  შემდეგ კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს.


               ჩემი საყვარელი მსახიობი

 

 

ჩემი საყვარელი მსახიობია ჯენიფერ მორისონი.

რადგან,ის ჩემს საყვარელ ფილმში ,,ერთხელ ზღაპარში“ მონაწილეობს.

ეს ფილმი არის დისნეის ანიმაციების ერთ-ერთი ვერსია. ამ ფილმში ჯენიფერი თამაშობს მხსნელის როლს,რომელიც ფიფქიას და მშვენიერი პრინცის შვილია.

მას ძალან დიდი თავგადასავალი გადახდება და ბევრ ადგილას იმოგზაურაბს მაგალითად  ნევერლენდში.

ყველას გირჩევთ ნახოთ ეს ფილმი.

მარიამ ჩილინდრიშვილი

                                                                                                                                                                                                                       2020 წელი








1 comment: