გამარჯობა მკითხველო!
მე მარიამ ძამნაშვილი ვარ, 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასში. მყავს საყვარელი მშობლები და და-ძმა. ძალიან მიყვარს როდესაც მაქებენ და მეალერსებიან.
ჩემი საყვარელი საქმიანობაა აპლიკაციების შექმნა, ასევე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
მე გასული ზაფხული ძალიან კარგად გავატარე. ჯერ ჩემ სოფელში ვიყავი. შემდეგ ბებოსთან წავედი დასავენებლად. მერე კი ოჯახთან ერთად დავისვენე ნათესავთან. ყველაზე კარგად დამახსოვრდა მდინარეზე წასვლა. იქ ჩანჩქერი იყო და ირგვლივ ლამაზი ბუნება. ჩვენ ვიბანავეთ და პიკნიკი მოვაწყვეთ. მერე გაწვიმდა და სახლში დავბრუნდით. ძალიან ლამაზი დღე იყო.
ჩემი საყვარელი პერსონაჟი
მე ძალიან მიყვარს ზღაპრების კითხვა. განსაკუთრებით კი მომეწონა ზღაპარი:"ჩექმებიანი კატა' და მისი მთავარი პერსონაჟი. ის იმიტომ მომეწონა რომ ყველა ადამიანს ჭკუით აჯობა. მან დაამარცხა კაციჭამია გოლიათი. რომელმაც თავისი პატრონი ცოლად მოიყვანა და უფლისწული გახდა.
ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმია:"ბუბუ".ეს ფილმი ერთ ბიჭუნაზეა, რომელიც დაუსხლტება ხელიდან სამ გამტაცებელს. ამ პატარა ბიჭუნას უაქმრავი თავგადასავალი გადახდება თავს. ამ წიგნის მიხედვით აკეთებს ყველაფერს. ჯერ ავტობუსში ავა, მერე ზოოპარკში, მერე მშენებლობაზე, ბოლოს კი მოხუცების თავშესაფარში. ბოლოს პოლიციელებს დააჭერინებენ გამტაცებლებს. ძალიან საინტერესო ფილმია.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელია სართიჭალა. მე ის ძალიან მიყვარს. ძალიან ლამაზია და დიდია. ჩემ სოფელში ბევრი ჩემი ნათესავი ცხოვრობს. მე მიყვარს მათთან სტუმრობა. წელიწადის ყველა დროს ლამაზია ჩემი სოფელი, მაგრამ გაზაფხულზე ყველაზე ლამაზია. ქუჩები ამწვანებულია და ეზოებში ლამაზი ყვავილები ყვავის. სოფელს აკრავს მინდვრები, რომლებიც წითელ ხალიჩას მოგვაგონებს ყაყაჩოების ცეცხლით ალმოდებულს. აი, რატომ მიყვარს ჩემი სოფელი.
No comments:
Post a Comment