გამარჯობა
მკითხველო!
მე ვარ მარიამ რატიშვილი, 8 წლის. ცელქი
და მოუსვენარი გოგო ვარ. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და კომპიუტერთან დროის გატარება
.ხანდახან მშობლებსაც ვაბრაზებ ხოლმე. არ მიყვარს რამეს რომ მაძალებენ. მე მიყვარს
სეირნობა და შინაური ცხოველები, განსაკუთრებით მინდა რომ მყავდეს ძაღლი. მოკლედ, როგორც ყველა, კარგიც
ვარ და ცუდიც. როდესაც გავიზრდები და დავამთავრებ
სკოლას, ჩავაბარებ სამედიცინოზე და გამოვალ პედიატრი. შემდეგ ვიმუშავებ და ჩემს თავს თვითონ შევინახავ. ჩემს
მშობლებსაც მივაქცევ ყურადღებას. ვიყიდი რასაც მინდა, დიდი ვიქნები და ვერავინ დამიშლის.
მარიამ
რატიშვილი.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
ჩემთვის ყველაზე ლამაზი დღე გასულ ზაფხულს იყო როდესაც კლასთან ერთად ექსკურსიაზე წავედი ღვთაების მამათა მონასტერში. ძალიან კარგი იყო. იქ ყოფნას არაფერი ჯობდა. ვესაუბრეთ ერთ-ერთ ბერს და ანტონის სვეტზეც ავედით. იქიდან ძალიან ლამაზი სანახავი იყო შემოგარენი. მთელი რუსთავი და თბილისი ჩანდა. კარგი პიკნიკიც მოვაწყვეთ. მართლაც კარგი დღე იყო.
ჩემი საყვარელი პერსონაჟი

მე წავიკითხე არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“.
ამ მოთხრობაში მომეწონა ბიჭის პერსონაჟი. ის არის გულკეთილი
და მებრძოლი ხასიათის. მას ძალიან უყვარს ცხოველები. განსაკუთრებით კი ძაღლი.
მან იცის
მეგობრობის ფასი. ბიჭს შეეცოდა ძაღლი. სიკვდილს გადაარჩინა და შეიფარა ,მაგრამ ბიჭის
მეტოქეების დახმარებით მაწანწალა ძაღლების სამხახურის უფროსმა- მუკომ ძაღლი თავშესაფარში
წაიყვანა. ამის გამო ბიჭს ძალიან დასწყდა გული. მეც დამწყდა გული და იმედი მაქვს ბიჭი, კეთილი ადამიანების დახმარებით, დაიბრუნებს თავის საყვარელ ძაღლს.
ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმი არის: "ჯაშუში ბავშვები". ეს ფილმი იმიტომ მომწონს, რომ მასში ჩანს ბავშვების დამოკიდებულება საქმის მიმართ. ამ ბავშვებს ძალიან უნდოდათ საქმე ბოლომდე მიეყვანათ და მიიყვანეს კიდეც. ზოგჯერ ბავშვები დიდებზე მამაცებიც არიან. მეც არასდროს დავნებდები მათსავით და საქმეს შუა გზაში არ მივატოვებ.
ჩემი სოფელი
ისტორიულ წყაროებში სართიჭალა 1578 წლიდან იხსენიება. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილების მიხედვით სოფელს არა სართიჭალა, არამედ სათისჭალა რქმევია. ჭალა მდინარისპირა ტყიანი ადგილია. სათი კი სულხან-საბასა და ნიკო ჩუბინიშვილის მიხედვით გიშერს ნიშნავს. მოიპოვებოდა თუ არა სართიჭალაში შავი ქვა არავინ არ იცის, მაგრამ შავი ფერის ქვა ივრის ხეობებში უამრავია.
სართიჭალის შესახებ ორი თქმულება არსებობს. პირველი მოგვითხრობს, რომ თემურ-ლენგს ერთ-ერთი შემოსევის დროს გაშლილ მინდორზე ადვილად დაუმარცხებია დაქსაქსული ქართველობა. მათ ბოლომდე ასალაგმავად სისხლისმსმელი ტომი სართები ჩაუსახლებია. მათი წასვლის შემდეგ ამ ადგილს ხალხმა სართების ჭალა უწოდა.
მეორე თქმულების თანახმად ივრის ჭალის მფლობელ ბატონს მოსაზღვრე სოფლის მფლობელის ვალი ჰქონია. ვალის გასტუმრების დროს ფული დაჰკლებია და უთქვამს;" სართად კიდევ ჭალას მოგცემთო'.

☺☺
ReplyDeleteყოჩაღ მარიამ! ძალიან მომეწონა შენი შმოქმედება!
Delete