გამარჯობა მკითხველო!
მე მქვია სნეჟანა ნემცოვა. ვარ რვა წლის
და დავდივარ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის მესამე
კლასში. მაქვს მწვანე თვალები და ქერა თმა. ვარ მორიდებული და წყნარი გოგონა.
მიყვარს კითხვა და ხატვა. მომწონს საბავშვო სიმღერები. ვარ მეგობრული.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
ზაფხული ყველაზე
მშვენიერი წელიწადის დროა პატარებისათვის.ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს,როცა არდადეგები
დგება და მცხუნვარე მზის ქვეშ უფრო დიდი დრო მრჩება გართობისათვის.
ამ ზაფხულს
ბევრი ლამაზი დღე გავატარე,მაგრამ ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება ის დღე,როცა მე, ჩემს
მშობლებთან და დებთან ერთად ვიყავი ბობმორას პარკში.იქ ძალიან კარგად გავერთეთ: ვისხედით
ატრაქციონებზე,დავესწარით საბავშვო კონცერტს და ბევრი ვისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ბოლოს
მაღლიდანაც გადმოვხედეთ დედა თბილისს.ძალიან მოვიხიბლე მისი სილამაზით.
ეს დღე დიდხანს დარჩება ჩემს მეხსიერებაში ყველაზე
შთამბეჭდავ დღედ.
ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმი არის: "ჯაშუში ბავშვები".
ეს ფილმი იმიტომ მომწონს, რომ მასში ჩანს ბავშვების
დამოკიდებულება საქმის მიმართ. ამ ბავშვებს ძალიან
უნდოდათ საქმე ბოლომდე მიეყვანათ და მიიყვანეს
კიდეც. ზოგჯერ ბავშვები დიდებზე მამაცები არიან. მეც
არასდროს დავნებდები მათსავით და საქმეს შუა გზაში არ
მივატოვებ.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელია სართიჭალა. ის ძალიან ლამაზი
სოფელია. თან ძალიან დიდია. სართიჭალა ცნობილია
როგორც მსოფლიო ჩემპიონების მშობლიური სოფელი.
მართალია ჩვენ სოფელში ტყეები არ არის, მაგრამ ყველა
მხრიდან მინდვრები გვაკრავს. ზაფხულში მინდვრებიდან
მოდის გრილი ნიავი და აცოცხლებს სოფელს. მხიარული
ბავშვები კი თავისი შეძახილებითა და ჟრიამულით
ახმაურებენ სოფლის ყველა უბანს.

No comments:
Post a Comment