Pages

ჩინგიზ გუსეინოვის გვერდი



























                                        გამარჯობა მკითხველო!
      მე ჩინგიზ გუსენოვი ვარ, 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასში.  განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკა.  ასევე ქართული და ბუნება.  ბევრი ლაპარაკიც მიყვარს. ზოგჯერ ვერც გაკვეთილზე ვჩუმდები. ამის გამო ხშირად შენიშვნაც მიმიღია.
   ჩემი ყველაზე დიდი სურვილია  ცნობილი ფეხბურთელი გავხდე.



                                      ზაფხულის ერთი ლამაზი დღე

     გასული ზაფხული    ჩემ სოფელში გავატარე. კარგად ვისვენებდი და დავდიოდი მდინარეზე. ზოგჯერ წიგნებსაც ვკითხულობდი.  ზოგჯერ   მათემატიკაში ვმეცადინეობდი.  მე   განსაკუთრებით დამამახსოვრდა     ექსკურსიაზე  ყოფნა. იქ კარგი პიკნიკი მოვაწყვეთ. ბატუტზე  ვხტუნაობდით და ბურთითაც ვთამაშობდით.  ძალიან  ლამაზი დღე იყო . კიდევ მინდა განმეორდეს ასეთი დღეები.

                 
                                 ჩემი საყვარელი პერსონაჟი
                 მე  წავიკითხე ლუის კეროლის  "ალისა საოცრებათა  ქვეყანაში".  ჩემი საყვარელი პერსონაჟი არის ალისა.  ის ძალია კარგი გოგოა. ერთ რჩევას მივცემდი, ნუ იქნება მეოცნებე.


                                ჩემი საყვარელი ფილმი
     ჩემი საყვარელი ფილმია: :ჯაშუში  ბავშვები". ეს ფილმი იმიტომ  მიყვარს,  რომ  აქ ჩანს ბავშვების დამოკიდებულება საქმის მიმართ.  ზოგჯერ ბავშვებს საქმე უკეთესად გამოსდით ვიდრე დიდებს.


                                       ჩემი სოფელი

              ჩემი სოფელია  მუღანლო. მე ის ძალიან მიყვარს.  ჩემ სოფელში ძალიან ლამაზი და დიდი სახლებია. აქ მყავს ბევრი მეგობრები და ნათესავები. ყველა ძალიან მიყვარს. ვსწავლობ ქართულ სკოლაში. აქაც  ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ჩემი სოფელი მაინც სულ უფრო  კარგია.

                                 

     

No comments:

Post a Comment