გამარჯობა მკითხველო!
მე ნინო ძამნაშვილი ვარ , 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის#2 საჯარო სკოლის მესამე კლასში. ვარ წარმატებული მოსწავლე. მიყვარს ყველა საგანი.
ძალიან მიყვარს უფროსების დახმარება. ასევე მიყვარს ბებოსთან დასასვენებლად წასვლა და იქაურ მეგობრებთან თამაში.
ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა და კითხვა.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
გასული ზაფხული იყო ძალიან მხიარული და შინაარსიანი. ვკითხულობდი, ვხატავდი, ვწერდი, მათემატიკაშიც ვვარჯიშობდი. მასწავლებელმაც შემაქო სკოლაში რომ დავბრუნდი. ბევრი კარგი დღე მქონდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა, როდესაც მთელი ოჯახი წავედით ზოოპარკში. ძალიან მომეწონა ზოოპარკი და ცხოველებზე დაკვირვება.
ჩემი საყვარელი ფილმი
მე მიყვარს ფილმი :" აღმოსავლეთის ქარი". ამ ფილმიდან დამამახსოვრდა ის, რომ ზოგჯერ ცხენიც ირჩევს მისთვის განსაკუთრებულ ადამიანს . მე ამას დავიმახსოვრებ . ეს ფილმი მასწავლის, რომ ცხენის მოთვინიერება და დამეგობრებაც შეიძლება.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელია ხაშმი. ეს პატარა სოფელი ძალიან ლაზია. სუფთა ჰაერია. გარშემო ტყეა. აქ სხვადასხვა ჯიშის ვენახი ხარობს. ცნობილია ხაშმის საფერავი. აქ არის ცნობილი მწერლის რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი.
No comments:
Post a Comment