Pages

ლიზი გოგოჭურის გვერდი

   


                         

                                         გამარჯობა მკითხველო!  
       
        გამარჯობა! მე ვარ ლიზი გოგოჭური. დავიბადე 2010. 02

. 11. ვცხოვრობ სოფელ სართიჭალაში. მყავს ოჯახი, დედა,

 მამა და ძმა. ვსწავლობ სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში.

 ვარ III კლასის მოსწავლე.

     2017წელს გადმომცეს სიგელი, როგორც კარგი

 მკითხველი. ასევე სამეჯლისო ცეკვების სტუდიამ

 დამაჯილდოვა სიგელით, კარგი ცეკვის შესრულებისთვის.

   ჩემი სურვილია ვიყო კარგი მოქალაქე, კარგი შვილი და

 წარმატებული ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე.
   




                                   ზაფხულის ერთი ლამაზი დღე

ზაფხულის არდადეგები ჩემთვის ყველაზე საუკეთესო პერიოდია. ეს არის

ის დრო , როცა ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ როცა მინდა მაშინ ვიძინებ და


ვიღვიძებ. სადაც მინდა იქ წავალ და შიში არ მექნება, რომ მეცადინეობას ვერ

მოვასწრებ . წლევანდელი არდადეგებიც ჩემთვის დაუვიწყარი იყო. მესტუმრა 


ორი წლის უნახავი ბებია , მამიდა და მამიდაშვილი ნინი , რომლის დანახვამაც


უფრო გამახალისა . ჩვენ ერთად მოვიარეთ ზღვის კურორტები. ვესტუმრეთ


სოფელში ნათესავებს. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი არდადეგები 


დაუვიწყარი იყო ჩემთვის, მომენატრა ჩემი მასწავლებლები და მეგობრები.

ახალი სასწავლო წლის დაწყება და ჩემს მეგობრებთან შეხვედრა ისეთივე 

დაუვიწყარია ჩემთვის,როგორც ზაფხულის არდადეგები.








"ჩემი საყვარელი პერსონაჟი"
მთელი ზაფხული ვცდილობდი წამეკითხა სხვადასხვა მოთხრობები, მათ შორის ყველაზე მეტად მომეწონა ერთი მოთხრობა: " ერთგული მეგობრები.". ამ მოთხრობის ავტორია ფიქრია შერაზადიშვილი. მოთხრობის მთავარი გმირია- პატარა გოგონა ნინო.ეს გოგონა გამოირჩევა კარგი პიროვნული თვისებებით, ის ძალიან მოწესრიგებული და კეთილი გოგონაა. ნინომ კარგად იცის სასკოლო ნივთების მოვლა, გადრთხილება. ის სასკოლო ჩანთის ერთგული მეგობარია. მე ვისურვებდი, რომ ყველა მოსწავლე ასეთივე მოწესრიგებული და ერთგული მეგობარი იყოს თავისი ნივთების, როგორც ეს პატარა და კეთილი გოგო ნინი. ნინის კი ვურჩევდი ეს ხასიათი და ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენოს.





           ჩემი საყვარელი ფილმი


   ჩემი საყვარელი ფილმია: "მენტალისტი და კრიმინალური აზროვნება". ამ ფილმმა მასწავლა, რომ ბოროტი არ უნდა ვიყო და ცუდი საქციელი არ უნდა ჩავიდინო. ამ ფილმში ყველა დანაშაულის ჩამდენი ისჯება და მე ეს ძალიან მომეწონა. მომწონს ასეთი ფილმები.



               Cemi sofeli


  didi xnis win Cven sofels lekebi Semoesivnen. mაშინ სოფელს ხოდაშენი არ ერქვა, გიგაანთ კარი ერქვა. ამ სოფელში იყო ერთი ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი და-ძმა იზრდებოდა. ლეკებმა ერთი ოჯახიდან მეორეში გადასამალად გააგზავნეს. როცა გოგო მეზობელთან მიდიოდა ძაღლმა თითი მოაჭამა და გაქცევა ვეღარ შეძლო. დედა მომსწრე იყო ყველაფრის, მაგრამ ვერაფერს შველოდა. დიდი ხნის შემდეგ მისი ვაჟი გაიზარდა. ბიჭი მეფის არმიაში დიდებით სარგებლობდა. ის ლეკების დასაპყრობად გაემართა და ააოხრა კიდეც. იქიდან კი ყველაზე ლამაზი ქალი ცოლად წამოიყვანა. ბიჭმა დედას მოუყვანა საცოლე გასაცნობად. დიდი მხიარულობა იყო. ყველა ხარობდა, რომ სოფელს ვერასდროს ვეღარ   შემოესეოდნენ ლეკები. მაგრამ მოხდა სასწაული. დედამ დაინახა თუ არა გოგო შვილს მივარდა და შესძახა:" ეს ხო დაა შენი". ასე დაერქვა ჩვენ სოფელს "ხოდაშენი"


                   ჩემი სოფელი


   შენ ხომ ლეგენდა გქვია თავიდან
   და ძმის მპოვნელო, ფუძევ ძლიერო,
   გიგაანთ კარიდან ხოდაშენი
    დაგერქვათ ხალხო ხოდაშნელებო. 
    მიწავ საერო, საბერო ტბისა
    და ბერხევებად გადმონადენნო.
    და შენ მონასტრის დიდო ზარებო
    კვლავ იზრიალეთ, აგვივსეთ გული,
    შენი იმედით ცოცხლობს ეს ხალხი.
    შავკაბოსანმა შავ კაბაზე  გაჭეჭყა    ფარჩა,
    და ეს სახელი ამ მდინარეს ხომ დღესაც დარჩა, 
   წყალს გაატანეს ჭუჭყი ნაღველი,
   და თვით სპეტაკი ხოდაშენი ნაპირზე დარჩა.

              


    
     




No comments:

Post a Comment