გამარჯობა მკითხველო!
მე ვარ რაზია რიზაევა. სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე. ეროვნებით აზერბაიჯანელი ვარ. ჩემი და ოჯახის დიდი სურვილია კარგად ვისწავლო ქართული ენა. ამიტომ სასწავლებლად შემოვედი ქართულ სკოლაში. უკვე შემიძლია ქართული წერა-კითხვა და გამართულად საუბარიც. მიყვარს ჩემი მასწავლებლები, ჩემი სკოლა და მეგობრები.
ჩემი სურვილია გამოვიდე ექიმი.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
ზაფხულის ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე იყო ის დღე, როდესაც მშობლებმა მე და
ჩემი და წაგვიყვანეს დედაქალაქში. მოვინახულეთ ზოოპარკი, კარუსელებზე ვიკატავეთ, ბევრი
ვიმხიარულეთ, სახლში კმაყოფილები დავბრუნდით.
სასწავლო კანფეტები
სასწავლო კანფეტები
იცით, არის
ისეთი პლანეტა, სადაც არ აქვთ არც სკოლა და არც სასწავლო ნივთები. იქაურები ცოდნას
ყიდიან და ყიდულობენ ბოთლებით. ბუნება წითელი ფერის სითხეა, მათემატიკა კი მომწვანო
სიროფი.
თქვენ წარმოიდგინეთ
ბავშვები მაინც ჭირვეულობენ, მაშინ მათ დამხმარე რობოტი კაროლინა ეხმარება, სვამს სიროფს და იწყებს თხრობას, მაშინ
ბავშვიც სვამს. ბაღის ბავშვებს კი სასწავლო კონფეტებს ურიგებენ და ასე სწავლობენ ლექსებსა
და სიმღერებს.
ჩემი საყვარელი ფილმია თურქული სერიალი :"შიგნით". ეს სერიალი ორ ძმაზეა. ერთ-ერთ ძმას პატარაობაში მოიტაცებენ და მეორე ძმა ეძებს ამის გამო მოხვდა ის მაფიოზების გუნდში. მისი ძმა კი მაფიოზებმა გაზარდეს და პირიქით პოლიციაშია შეგზავნილი . სერიალის ბოლოს ძმები ერთმანეთს პოულობენ. ასე მთავრდება ფილმი.
No comments:
Post a Comment