Pages

ლუკა ღუჭაშვილის გვერდი




გამარჯობა მკითხველო!
მე ლუკა ღუჭაშვილი ვარ, 8 წლის. სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე   კლასის მოსწავლე.  მიყვარს ხატვა, ჭიდაობა  და ფეხბურთი. ვარ მოწესრიგებული და ზრდილობიანი. მყავს საყვარელი ოჯახი. ბებო, პაპა, დედა, მამა და კიდევ 3 ძმა. 
მინდა გავხდე მსოფლიო ჩემპიონი.


ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
გასული ზაფხული მართლაც არასოდეს დამავიწყდება. ბევრი ლამაზი და სამახსოვრო დღე მქონდა. განსაკუთრებით  არ მავიწყდება  დასასვენებლად ყოფნა  ბაკურიანში. მე დედასთან და ძმებთან ერთად ვისვენებდი.  ერთ დღეს ჩვენ ახლომახლო  წმინდა ადგილები მოვილოცეთ.   კიდეც გავერთეთ და პიკნიკიც მოვაწყვეთ. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება  ჩემ ცხოვრებაში.



ჩემი საყვარელი პერსონაჟი
           ჩემი საყვარელი პერსონაჟია ცეროდენა. ის ქართული ხალხური ზღაპრის გმირია. ის ძალიან მაგარია. მან  ყაჩაღები მოატყუა და  მეგობრებს დაეხმარა. ის ძალიან კეთილია და  ყოჩაღია. მინდა ვურჩიო ადვილად  ნუ მიენდობა ყველას. 



ჩემი საყვარელი ფილმი

          ჩემი საყვარელი ფილმია:"ზომბები". ამფილმზე ძალიან ვხალისობ ხოლმე. ყველას სასაცილო სახეები აქვთ და სასაცილოდ დადიან, თუმცა საშიშიცაა, ხალხს ჭამენ, მაგრამ მე მაინც მომწონს.



ჩემი სოფელი
     ჩემი სოფელია სართიჭალა. სართიჭალა ცნობილია  თავისი სახელოვანი ხალხით . მაგალითად  მსოფლიო ჩემპიონებით.  მეც მინდა ჩემი სოფელი ვასახელო. დავდივარ   ჭიდაობაზე. იმედი მაქვს გავიმარჯვებ და მეც გავახარებ ჩემ სოფელს.  ასეთი კარგი სოფელი არსად მეგულება მთელ დედამიწაზე.





No comments:

Post a Comment