გამარჯობა მკითხველო!
მე ლანა ასკაროვა ვარ, 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის#2 საჯარო სკოლის მესამე კლასში.
როგორც ამბობენ, ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვარ. თუმცა, თუ რამეს მოვინდომებ აუცილებლად გამომდის,. მთავარია მონდომება. ჩემი საყვარელი აქტივობა თამაშია. სულ მინდა ვითამაშო და გავერთო.
ვოცნებობ ბედნიერ მომავალზე. ჩემი სურვილია მივაღწიო წარმატებებს და დედა გავახარო.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
ჩემთვის ყველაზე ლამაზი დღე გასულ ზაფხულს იყო როდესაც კლასთან ერთად ექსკურსიაზე წავედი ღვთაების მამათა მონასტერში. ძალიან კარგი იყო. იქ ყოფნას არაფერი ჯობდა . ვესაუბრეთ ერთ-ერთ ბერს და ანტონის სვეტზეც ავედით. იქიდან ძალიან ლამაზი სანახავი იყო შემოგარენი. მთელი რუსთავი და თბილისი ჩანდა. კარგი პიკნიკიც მოვაწყვეთ. მართლაც კარგი დღე იყო.
ჩემი საყვარელი ფილმი
მე ძალიან მომწონს ფილმი:"მზიანი დღეები", იმიტომ რომ მან მასწავლა სიყვარული და სიტკბო. ის რომ არ უნდა გავტეხო მეგობრული სიყვარული. ძმურად და მეგობრულად უნდა ვიყოთ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, არასოდეს ვუღალატებ ჩემს
მეგობრებს.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელია სართიჭალა, მე ის ძალიან მიყვარს. მე იქ ხუთსართულიანში ვცხოვრობ. იქ ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს. იქვე გვაქვს სტადიონი, სადაც ვთამაშობთ ბავშვები. ხშირად მინდორში მივდივართ ყვავილების დასაკრეფად. ზაფხულში კი იორზე დავდივართ საბანაოდ.
კარგად ვერთობი წელიწადის ყველა დროს. ამიტომაც მიყვარს ჩემი სოფელი.
No comments:
Post a Comment