გამარჯობა მკითხველო!
მე ვარ გულჯაჰან კასუმოვა, 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და მასწავლებლები. განსაკუთრებით კი ქართულისა და მათემატიკის გაკვეთილები მიყვარს. მყავს ძალიან თბილი და მოსიყვარულე ოჯახის წევრები.
ჩემი ჰობია ყვავილების მოვლა,
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
გასული ზაფხული ჩემ სოფელში გავატარე. კარგად ვისვენებდი და დავდიოდი მდინარეზე. ზოგჯერ წიგნებსაც ვკითხულობდი. ზოგჯერ მათემატიკაში ვმეცადინეობდი. მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა ექსკურსიაზე ყოფნა. იქ კარგი პიკნიკი მოვაწყვეთ. ბატუტზე ვხტუნაობდით და ბურთითაც ვთამაშობდით. ძალიან ლამაზი დღე იყო . კიდევ მინდა განმეორდეს ასეთი დღეები.
ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმია თურქული სერიალი :"შიგნით". ეს სერიალი ორ ძმაზეა. ერთ-ერთ ძმას პატარაობაში მოიტაცებენ და მეორე ძმა ეძებს. ამის გამო მოხვდა ის მაფიოზების გუნდში. მისი ძმა კი მაფიოზებმა გაზარდეს და პირიქით პოლიციაშია შეგზავნილი . სერიალის ბოლოს ძმები ერთმანეთს პოულობენ. ასე მთავრდება ფილმი.
ჩემი სოფელი
ჩემ სოფელს ჰქვია მუღანლო. მუღანლო ძალიან ლამაზი სოფელია. აქ ლამაზი სახლებია. ეზოებში ლამაზი ყვავილებია. ჩვენ სოფელს მდინარე იორი ჩამოუდის. სოფელში ბევრი ბავშვებია. მე მათთან თამაში ძალიან მიყვარს.
No comments:
Post a Comment