გამარჯობა მკითხველო!
მე ნინო ჯავახიშვილი ვარ, 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასში. ვიზრდები მრავალრიცხოვან ოჯახში. მე ყველაზე პატარა ვარ და ყველა მეფერება. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები.
ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და მეგობრები. თბილი და მოსიყვარულე ვარ. მასწავლებელს ხშირად ვწერ წერილებს. . წერილებში ვუწერ, როგორ მიყვარს ისინი.
ჩემი სურვილია ვიყო კარგი მოსწავლე.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
მე ძალიან კარგად გავატარე ზაფხულის არდადეგები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი დღე, როდესაც პაპიდასთან წავედი გორში სტუმრად. მე ჯერ სამარშუტო ტაქსით ვიმგზავრე შემდეგ მეტროთი, შემდეგ ავტობუსით. პაპიდას ძალიან გაუხარდა ჩვენი სტუმრობა და კარგი პატივი გვცა. მე არასოდეს დამავიწყდება პაპიდას მოფერება. როგორ მიკრავდა გულში და მკოცნიდა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.
ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმი არის: "ჯაშუში ბავშვები".
ეს ფილმი იმიტომ მომწონს, რომ მასში ჩანს ბავშვების
დამოკიდებულება საქმის მიმართ. ამ ბავშვებს ძალიან
უნდოდათ საქმე ბოლომდე მიეყვანათ და მიიყვანეს
კიდეც. ზოგჯერ ბავშვები დიდებზე მამაცები არიან. მეც
არასდროს დავნებდები მათსავით და საქმეს შუა გზაში არ
მივატოვებ.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელია სართიჭალა. მე ძალიან მიყვარს ჩემი
სოფელი. იგი ლამაზია, დიდია, მრავალეროვანია. აქ
ბევრი ეკლესიებია, სკოლებია და საბავშვო ბაღებია. ჩემ
სოფელში კარგი ხალხი ცხოვრობს. მე მიყვარს ჩემი უბანი
და უბნელები, ასევე ჩემი ტოლი ბავშვები. მინდა ჩემი
სოფელი კიდევ უფრო გავალამაზოთ.
No comments:
Post a Comment