გამარჯობა მკითხველო!
მე ეფე სამათოვი ვარ. 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასში. ძალიან მიყვარს ჩემი კლასი და ჩემი მასწავლებლები.
ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცხოველების მოვლა. მყავს ბევრი ცხვრები და ცხენები, ასევე ქართული ნაგაზი, რომელიც ცხვრის ფარას დარაჯობს. ბედნიერი ვარ როდესაც პაპას მთაში მივყვები. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
გასული ზაფხული ჩემ სოფელში გავატარე. კარგად ვისვენებდი, დავდიოდი მდინარეზე. ზოგჯერ წიგნებსაც ვკითხულობდი. ზოგჯერ მათემატიკაში ვმეცადინეობდი. მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა ექსკურსიაზე ყოფნა. იქ კარგი პიკნიკი მოვაწყვეთ. ბატუტზე ვხტუნაობდით და ბურთითაც ვთამაშობდით. ძალიან ლამაზი დღე იყო . კიდევ მინდა განმეორდეს ასეთი დღეები.
ჩემი საყვარელი პერსონაჟი
მე წავიკითხე ლუის კეროლის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". ჩემი საყვარელი პერსონაჟი არის ალისა. ის ძალია კარგი გოგოა. ერთ რჩევას მივცემდი, ნუ იქნება მეოცნებე.
ჩემი საყვარელი ფილმი
ჩემი საყვარელი ფილმია თურქული სერიალი :"შიგნით". ეს სერიალი ორ ძმაზეა. ერთ-ერთ ძმას პატარაობაში მოიტაცებენ და მეორე ძმა ეძებს ამის გამო მოხვდა ის მაფიოზების გუნდში. მისი ძმა კი მაფიოზებმა გაზარდეს და პირიქით პოლიციაშია შეგზავნილი . სერიალის ბოლოს ძმები ერთმანეთს პოულობენ. ასე მთავრდება ფილმი.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელია მუღანლო. მე მიყვარს ჩემი სოფელი. რადგან აქ დავიბადე, აქ ვიზრდები, აქ ცხოვრობენ ჩემი ნათესავები. მეც აქ ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყველას ვუყვარვარ და მეც ყველა მიყვარს.
No comments:
Post a Comment