Pages

გიორგი ჩიკვილაძის გვერდი


   

                                     გამარჯობა მკითხველო!

მე ვარ გიორგი ჩიკვილაძე, 8 წლის. ვცხოვრობ სოფელ სართიჭალაში, ჩემ მშობლებთან ერთად. ჩემს დედიკოს ჰქვია მარი, მამიკოს ოთო. ვამაყობ რომ ასეთი კარგი მშობლები მყავს. მე ვსწავლობ სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში, მესამე კლასში. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნინო ციცვიძე. რომელიც ძალიან თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. მყავს ძალიან კარგი და ლამაზი კლასელები. ყველა საგანი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი, მათემატიკა და ქართული. ჩვენ კლასში გვაქვს ბევრი საინტერესო ღია გაკვეთილები. ასევე დავდივარ ცეკვაზე, რომელიც ძალიან მიყვარს. სახლში მყავს, ჩემი საუკეთესო მეგობარი, პატარა ლაიკა, რომელსაც ჰაჩიკო დავარქვი.. ჩემი ძაღლიც ისეთივე კარგი და ერთგულია, როგორც ფილმში "ჰაჩიკო". არ მიყვარს უსამართლობა და ადამიანის დაჩაგვრა. მინდა ყველა იყოს ბედნიერი და ყველას სახე ღიმილიანი..


ზაფხულის ერთი ლამაზი დღე


       ჩემთვის  ძალიან ბევრი ლამაზი დღე იყო ზაფხულში.  ერთს  გავიხსენებ.  ცეკვიდან მეგობრები წავედით  ქობულეთში, ზღვაზე დასასვენებლად. ჩვენ ლამაზ სასტუმროში დავბინავდით.  ზღვა ძალიან ღელავდა. დიდი ტალღები მოდიოდა. ჩვენ მაინც გავდიოდით სანაპიროზე და ვაგროვებდით ნიჟარებს.  საღამოს კი ბათუმში წავედით. იქ  ულამაზესი კონცერტი ჩავატარეთ. დაგვაჯილდოვეს მედლებით. საიდანაც გახარებულები დავბრუნდით. ეს დღე ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

                  


                           
                                            ჩემი საყვარელი პერსონაჟი
     ჩემი საყვარელი პერსონაჟი ერთი პატარა ბიჭია. ის  ქართული ხალხური ზღაპრის: " წიქარა" მთავარი მოქმედი გმირია. პატარა ბიჭმა ბევრ გაჭირვებას გაუძლო. ბოლოს კი საყვარელი ხარის დახმარებით მიზანსაც მიაღწია.  

              

                                             ჩემი საყვარელი ფილმი
      როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ხშირად ფილმებს ვუყურებ. ერთ დღესაც მე ვუყურე ფილმს:"კურდღელი პიტერი." ეს ფილმი ძალიან მომეწონა. იმით მომეწონა, რომ  ეს ფილმი ბევრ რამეს გვასწავლის. მაგალითად  ცხოველების მოკვლა  რომ  არ შეიძლება. თუ ცხოველებს მოკლავ ჩავარდები ციხეში. ეს ყველამ უნდა  შეიგნოს.


                                          ჩემი სოფელი

         ჩემი    სოფელია სართიჭალა. მე ის ძალიან მიყვარს.მიყვარს იმიტომ, რომ ჩემი სოფელია. ჩვენ სოფელს  ჰყავს ცნობილი  ანსამბლი: "სართიმედი". მეც ამ ანსამბლის წევრი  ვარ. ძალიან მიყვარს ცეკვა და  მინდა ჩემი სოფელი ვასახელო ცეკვაში  წარმატებებით. 
                 

      

No comments:

Post a Comment