Pages

ნინი ძამნაშვილის გვერდი

                                     






                                            გამარჯობა მკითხველო!
                მე ნინი ძამნაშვილი ვარ. 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასში. მიხარია ყველა დღის გათენება. რადგან სკოლაში უნდა წავიდე. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ხშირად მიფიქრია რა კარგი კლასელები და მასწავლებლები მყავს მეთქი.
     ჩემი ოცნებაა  დავეხმარო ყველა გაჭირვებულს       რითაც შევძლებ!


            ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
მე ზაფხული ძალიან მიყვარს. ბევრს ვთამაშობ, ვერთობი, ვმოგზაურობ, მივდივარ სტუმრად.  
      ამ ზაფხულსაც სტუმრად ვიყავი კახეთში .  იქ ყველაფერი მომეწონა: ბუნება,   ხალხი.  განსაკუთრებით დამამახსოვრდა  ჩემი  მეგობრის დაბადების დღეზე სტუმრობა. კარგად ვიქეიფეთ და  გავერთეთ. ეს დღე    ძალიან ლამაზი იყო.

                        ჩემი საყვარელი ფილმი

               ჩემი საყვარელი ფილმი არის: "ჯაშუში ბავშვები".  


ეს ფილმი იმიტომ მომწონს, რომ   მასში ჩანს  ბავშვების 

დამოკიდებულება საქმის მიმართ. ამ ბავშვებს ძალიან

 უნდოდათ საქმე ბოლომდე მიეყვანათ  და მიიყვანეს 

კიდეც.  ზოგჯერ ბავშვები დიდებზე მამაცები არიან. მეც 

არასდროს დავნებდები მათსავით და საქმეს შუა გზაში არ 

მივატოვებ.


                                  ჩემი სოფელი



      ჩემი სოფელია სართიჭალა. მე მიყვარს ჩემი სოფელი. 

იმიტომ მიყვარს, რომ   აქ დავიბადე და აქ ვიზრდები. ჩემი 

სამშობლო ჩემი სოფლიდან იწყება.  მე მგონია, რომ ჩემი 

სოფელი ყველა სოფელზე ლამაზი და კარგია. სხვაგან 

ვერსად ვერ ვიცხოვრებ. აი, ასე მიყვარს ჩემი სოფელი.

                    


             

No comments:

Post a Comment