გამარჯობა მკითხველო!
მე ნინო კაკაურიძე ვარ, 8 წლის. ვსწავლობ სართიჭალის #2 საჯარო სკოლაში, მესამე კლასში. ვცდილობ ყველა საგანი კარგად ვისწავლო და მასწავლებლის შექება დავიმსახურო.. მინდა ჩემი წარმატებებით დედა გავახარო. ჩემი საყვარელი კლასგარეშე საქმიანობაა ხელსაქმე. ბევრი ლამაზი ნივთი მაქვს გაკეთებული. მიყვარს როდესაც გადასაყრელად გამზადებულ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ვუბრუნებ.
ჩემი ოცნებაა ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება, საიდანაც აღარავინ მოისურვებს წასვლას.
ზაფხულის ერთი ლამაზი დღე
მე გასული ზაფხული ბებიასთან გავატარე ზესტაფონში. იქ კარგად დავისვენე. საქმეებსაც ვაკეთებდი, ბებოს ვეხმარებოდი ხოლმე. ვკითხულობდი წიგნებს და ვუყურებდი ფილმებს. განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა ნათესავის ქორწილში წასლა. იქ გავიცანი ჩემი ნათესავები და დავმეგობრდით. მერე კი ისინი მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ისევ ვმეგობრობთ. ეს დღე მართლაც ლამაზი დღე იყო.
ჩემი საყვარელი ფილმი
მე მიყვარს ფილმების ყურება. ყველაზე მეტად კი მიყვარს ფილმი:"მებრძოლები კარიბჭესთან". მე მომეწონა ის,რომ მეგობრები გასაჭირში არ მიატოვა და გადაარჩინა მეომრებისაგან . ეს ფილმი ყოველთვის მახსოვს. ვეცდები მეც ძლიერი ვიყო და მეგობრები არასოდეს დავტოვო გასაჭირში.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელი იმერეთშია. მე ძალიან მიყვარს იქ წასვლა. სოფელში კარგად ვერთობი, ვთამაშობ ბავშვებთან, მივდივარ მინდორში და ვკრეფ ყვავილებს. ხშირად მივდივარ მდინარეზე საბანაოდ . ჩემ სოფელში ლამაზი ბუნებაა და სუფთა ჰაერი. მე იქ ძაღლი მყავს, მას ბიმი ჰქვია. ხშირად ვთამაშობ მასთან და ვაბანავებ ხოლმე.
No comments:
Post a Comment